1. რას აღნიშნავენ, 6 იანვარს იტალიაში?!

ნათლისღება- ეპიფანია (Epifania)
ბეფანია (Befania)
ნათლისღება-მართლმადიდებელ ქრისტიანთა ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული; მოდიოდა ახალი წლის მეექვსე დღეს. (ანუ დღეს დღეობით 19 იანვარს.)

იტალიაში ახალი წლიდან მეექვსე დღეს ანუ 6 იანვარს აღნშნავენ ეპიფანიას, ეპიფანია ქართულად ითარგმნება, როგორც ნათლისღება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

L’epifania არის ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს ადამიანში უფლის გამოცხადებას თავისი შვილის , იესო ქრისტეს სახით. ფაქტობრივად epiphàneia ბერძნულად ნიშნავს გამოჩენა, გამაოცხადებას.

კათოლიკური ეკლესია ეპიფანიის დღესასწაულს აღნიშნავს 6 იანვარს, დღესასწაულის წარმომავლობა ანტიკურია, სავარაუდოდ მოდის ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიუდან, თავდაპირველად მოიხსენიებოდა როგორც ქრისტეს ნათლობა და აღინიშნებოდა გნოსტიკების სექტის მიერ, მათ სჯეროდათ რომ ქრისტეს განკაცება მოხდა მხოლოდ მისი ნათლობის შემდეგ და არა მისი დაბადების მომენტში.

შემდეგისთვის , როცა გნოსტიკური ელემენტების აღმოფხვრა მოხდა, ეპიფანიის დღესასწაული დამკვიდრდა აღმოსავლეთ ქრისტიანულ ეკლესიაში.
მეოთხე საუკუნეში ეპიფანია დამკვიდრდა დასავლეთში და ასევე მიღებული იქნა რომის ეკლესიისგან მეხუთე საუკუნეში.

იტალიაში ეპიფანია იმართება მრავალი ხალხური ტრადიციებით. აღინიშნება ნაკლებად ვიდრე შობა, მაგრამ ეს მის ბრწყინვალებას ჩრდილს არ აყენებს.
ეპიფანიის ღამე ითვლება ჯადოსნურად, ამბობენ რომ ამ ღამით გომურებში და შემოგარენ ტყეში, ცხოველები საუბრობენ.

ყოველ რეგიონს აქვს თავისი ლეგენდა და ტრადიცია ამ დღესასწაულის აღსანიშნავად, მაგრამ ყველაზე ცნობილი და იდუმალი ფიგურაა ბეფანა- მოხუცი რომელიც წლის განმავლობაში ცხოვრობს გამოქვაბულში და ღამით 5 და 6 იანვრია შუალედში ცოცხის ცხენზე ამხედრებული ბავშვებს უზიდავს საჩუქრებს და ტკბილეულს.

ამბობენ , რომ ბეფანა ჩამოდის საკვამურიდან და კარგი ბაშვებისთვის მოაქვს ტკბილეული, ცუღლუტებისთვის კი-ნახშირი.
თურმე, თუ ვინმე შეეცდება დაცავოს და დაინახოს , როცა საჩუქრებს არიგებს, სერიოზულ პრობლემებს შეიქმნის.
ბეფანას დღესასწაულ ღრმად იგრძნობა რომში, სადაც, ამბობენ, რომ ცხოვრობს სხვენებში ნავონას მოედანზე. შობის პერიოდში დახლებზე იპოვით აუარებელ ბეფანას და თოვლის პაპას თოჯინებს , გამოფენილს გასაყიდად, ასევე ქუჩაში გვხვდებიან ადამიანები ბეფანას ფორმაში გადაცმულები და სურათებს იღებენ ბავშვებთან ერთად.

ბეფანას ხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელი აქვს:
ბარბასა- მოდენაში,
ლა ვექია (დედაბერი)-პავიაში,
რედოდესა ან მარანგეტა- ვენეციაში,
ბეროლა-ტრევიზოში და ასე შემდეგ.

ერთი ლეგენდა ამბობს, რომ იმ ღამით, როცა ბეთლემში , ქრისტეზე პატივის მისაგებად მიმავალ მოგვებს გაუვლიათ მასთან, იმდენად დაკავებული ყოფილა ოჯახის საქმეებით, რომ მგზავრებისთვის ყურადღება ვერ მიუქცევია, მერე კი დალოდებია მათ უკან დაბრუნებას, მაგრამ როგორც ჩანს მოგვებს სხვა გზა აურჩევიათ უკან დასაბრუნებლად და მას მერე ყოველ მეთორმეტე ღამეს შობიდან, ბეფანა იმედოვნებს, რომ დაინახავს უკან მობრუნებულებს.
სხვა ლეგენდა ამბობს, რომ საქმით გართულ ბეფანას მოგვებისთვის დახმარების ხელი არ გაუწვდია, მერე კი უნანია და გამოკიდებია, მაგრამ ვეღარ წამოწევია, მას შემდეგ კი სწორედ ამ დღეს დაქრის სახლიდან სახლში და ყველა ბავშვს ურიგებს საჩუქარს იმ იმედით, რომ ერთ– ერთი მათგანი იქნება იესო.

თუმცა ბეფანას არაფერი საერთო არ აქვს რელიგიური დღესასწაულის, ეპიფანიის მნიშვნელობასთან. ზოგიერთი ფიქრობს რომ ესაა დედა ბუნების გაადამიანება. ბუნების, რომელიც წლის ბოლოს ბებერი და დამჭკნარია, საჩუქრების დარიგება კი სიმბოლოა თესლისა საიდანას თავიდან დაიბადება პატარა გოგო.

მთელ იტალიას ვულოცავ ბეფანიობას, საქართველოს კი- წმინდა შობის ღამის მოახლოებას!

წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს იტალიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, მთარგმნელი მელი თურმანიძე