რომის პაპმა ფრანცისკემ ბებიების და ბაბუების საერთაშორისო დღე დააწესა. ამის შესახებ Vatican News-ი იტყობინება.

პონტიფიკმა ბებიების და ბაბუების დღედ ივლისის მეოთხე კვირა დღე შეარჩია. სწორედ ამ პერიოდში აღინიშნება მაცხოვრის ბებიისა და ბაბუის, ანასა და იოაკიმის ხსენების დღე.

„ბებიები და ბაბუები ხშირად დავიწყებულნი არიან. მოდით, ნუ დავივიწყებთ ამ სიმდიდრეს, გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მას“, – განაცხადა რომის პაპმა.