ბაზრობები 8 თებერვლიდან გაიხსნება. ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში 4%-ს ჩამოსცდა, რაც ეკონომიკის გახსნის ტემპის დაჩქარების შესაძლებლობას იძლევა.

გიორგი გახარიას განმარტებით, 8 თებერვლიდან ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

15 თებერვალს საქართველოში მუშაობას განაახლებენ რესტორნები. 15 თებერვლიდანვე სწავლა განახლდება სკოლებში ანუ საკლასო ოთახებში.

შეგახსენებთ, სავაჭრო სექტორი ქვეყანაში ნაწილობრივ გახსნილია. 1 თებერვლიდან მუშაობა განაახლა სავაჭრო ცენტრებმა და არასასურსათო მაღაზიებმა, თუმცა ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა ამ დრომდე შეზღუდული რჩება. ისინი 8 თებერვალს გაიხსნება