რო­გორც წი­ნას­წარ იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, აზერ­ბა­ი­ჯან­მა 18 იან­ვარს, კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი ჩი­ნუ­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია Sinovac-ის ვაქ­ცი­ნით და­ი­წყო.

“გა­და­წყდა, რომ ჩვენ­თვის სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნა კომ­პა­ნია Sinovac-ის ვაქ­ცი­ნაა, რო­მელ­მაც კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ი­ა­რა და საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნია”, – გა­ნა­ცხა­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა ამ ვაქ­ცი­ნის 4 მი­ლი­ო­ნი დოზა იყი­და.

შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის ცნო­ბით, პირ­ველ რიგ­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და 65 წელს ზე­მოთ ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­ივ­ლი­ან.

მე­ო­რე ეტა­პის და­წყე­ბას ქვე­ყა­ნა თე­ბერ­ვლი­დან გეგ­მავს, რომ­ლის დრო­საც აიც­რე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლურ სის­ტე­მებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­ვე სა­ზტრან­სპორ­ტი­სა და სა­ბან­კო სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ ვაქ­ცი­ნით სა­ყო­ველ­თაო ვაქ­ცი­ნა­ცია თურ­ქეთ­მაც და­ი­წყო. წყა­რო