ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ავიაბილეთების ფასი საშუალოდ 25-30%-ის ფარგლებში გაძვირდება. მისი თქმით, ფასის მოსალოდნელი ზრდა უკავშირდება ახალ წესებს და სტანდარტს, რასაც კოვიდ-უსაფრთხოება მოითხოვს და საკმაოდ მაღალხარჯიანია. რაც შეეხება ფრენებს, მისი თქმით, ქვეყნები ეტაპობრივად შირჩევა, პირველ რიგში, სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნებია, ასევე რამდენიმე სხვა მიმართულებაც, მათ შორის შანხაი, ტოკიო და დუბაი.

,,ველოდებით, რომ ეტაპობრივად განახლდება ფრენები, ბევრი რამ მიმღებ ქვეყნებზეც არის დამოკიდებული, ამიტომ ერთბაშად შეზღუდვა ვერ მოიხსნება. რაც შეეხება ფასებს, მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიზრდება. აქტიურ სეზონზე ბილეთები ყოველთვის მაღალი იყო, ამ ეტაპზე კი მოსალოდნელია, 25-30%-ის ფარგლებში გაძვირდეს”, – ამბობს ზაუტაშვილი და დასძენს, რომ მიმდინარე ხარჯი გაიზრდება, რადგან ავიაკომპანიებს მეტი ფულის დახარჯვა მოუწევთ კოვიდ-უსაფრთხოებიდან გამომდინარე, როგორც თანამშრომლების ტესტირებისთვის, ასევე ეპიდემიის საწინააღმდეგოოდ ზომების მისაღებად, უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა და სხვა, რაც ასევე მაღალ ხარჯთანაა დაკავშირებული.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

,,ავიაციაში ერთ-ერთი დიდი ადგილი საწვავს უჭირავს. მოგეხსენებათ, რომ საავიაციო ნავთის ფასი გაზრდილია, ალბათ, ამ ხარჯის ოპტიმიზაცია საჭირო გახდება. ნებისმიერ სიტუაციაში, ავიაკომპანიების მთავარი დანიშნულება უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა უნდა იყოს. მთავარია, რომ ვირუსის ტალღებს გავუმკლავდეთ, რომ ავიაციას ჩაკეტვის საშუალება არ მიეცეს. დისტანციისთვის, პატარა თვითმფრინავებში ჭადრაკის სპეციფიკით სვამენ მგზავრებს, მთელი რიგი წესებია, რის დაცვაც იქნება აუცილებელი. ეს ეხება ჰაერის ფილტრაციასაც, ნიღაბი არ არის დამცავი საშუალება, ფილტრაციის გარეშე დიდია რისკი, რომ ვირუსი მარტივად გავრცელდეს. კოვიდ-უსაფრთხოების სტანდარტი მკაცრად უნდა დაიცვან. რაც შეეხება ავიარეისებს, პირველ ეტაპზე, ევროპის მიმართულება გაიხსნება – ბარსელონა, ვენა, ამსტერდამი, პრაღა და სხვა. ასევე რუსეთი და აზიის მიმართულებით, მათ შორის ფრენები იგეგმება ჩინეთშიც იგეგმება. დარწმუნებული არ ვარ წინანსწარ, რომ ყველა მიმართულებით აღდგება ფრენები, პირველ ეტაპზე ეს შეუძლებელი იქნება”, – აცხადებს იასე ზაუტაშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ავიაციის სფეროს ექსპერტმა იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რაც პირველ ეტაპზე ავიაკომოპანიებს საქმიანობის დასაწყებად დასჭირდებათ. ზაუტაშვილმა report.ge-თან განმარტა, რომ აუცილებელია, შეღავათი დაწესდეს ფრენებისთვის აუცილებელი ხარჯის შესამსუბუქებლად, საჭიროების შემთხვევაში, საწვავზე ხელმისაწვდომობა გამარტივდეს, შემცირდეს ან გადავადდეს მოსაკრებელი და სხვა, რაც მიმდინარე ხარჯია, რომელსაც ავიაცია დამოუკიდებლად ჯერჯერობით ვერ გაუმკლავდება.