“მგზავრთა ნაკადები იქნება მცირე, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავიაბილეთების ფასის ზრდას. შედეგად, ჩვენს კონკურენტუნარიანობას რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაწევს,” – ასე ფიქრობს „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით უცხო ქვენის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესების გამარტივებასთან დაკავშირებით, კმაყოფილია და დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღოთ.

ასათაშვილი დარწმუნებულია, რომ ავიასექტორი 2019 წლის შედეგებს 2021–ში ვერ მიუახლოვდება. მივუახლვდებით .

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ავიაბილეთების გაძვირებას პროგნოზირებს ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ფალავანდიშვილიც. მისი მტკიცებით, ავიამგზავრობის ფასი საშუალოდ 25-30%-ის ფარგლებში გაიზრდება. ფასის მოსალოდნელ ზრდას უკავშირებენ ახალ წესებს და სტანდარტს, რასაც კოვიდ-უსაფრთხოება მოითხოვს და რაც საკმაოდ მაღალხარჯიანია. ავიაკომპანიებს ხარჯს უზრდის ასევე ბოლო დროს გაძვირებული საავიაციო ნავთი, რომელსაც ავიაციაში ერთ-ერთი დიდი ადგილი უჭირავს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საწვავის ხარჯის ოპტიმიზაცია საჭირო გახდება.