ათენში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. შედეგად ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნა. რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ციკლონმა “მედეა” უხვი თოვლი მოიტანა, რის გამოც ბევრ მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია. მუნიციპალური ავტობუსები შუა გზაშია გაჩერებული.

დღეს დილით ათენის მიწისზედა მეტროს ხაზებზე მატარებლების მოძრაობა შეწყდა. ასევე არ დადის ელექტრომავლები აეროპორტამდე და უკან.
დიდთოვლობის გამო, საბერძნეთის ხელისუფლება ათენის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.