უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლის წესები იცვლება. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა.

2021 წლის 26 იანვრიდან, შეერთებულ შტატებში საერთაშორისო რეისების ყველა მგზავრმა ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინოს კორონავირუსის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს არა უმეტეს 3 დღით ადრე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გარდა ამისა, ასევე მიიღება დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მგზავრმა გადაიტანა COVID-19 და გამოჯანმრთელდა მოგზაურობამდე 90 დღით ადრე. თუ ტურისტს არ აქვს არცერთი ზემოაღნიშნული საბუთი, ავიაკომპანიამ უარი უნდა თქვას მის ტრანსპორტირებაზე. ახალი მოთხოვნა ასევე ეხება აშშ-ის მოქალაქეებსაც.