აშშ–ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ხელი მოაწერა სამ ბრძანებულებას, რომლებითაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მოქმედი მიგრაციული პოლიტიკის ვექტორი შეცვალა, იუწყება Deutsche Welle.

პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევაში მიგრანტებს, მათი საქმის განხილვის პერიოდში, შვილებთან აღარ დააშორებენ, როგორც ეს ტრამპის პრეზიდენტობისას ხდებოდა. გარდა ამისა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამგვარად დაშორებული ოჯახების გაერთიანებაზე იმუშავებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„მსურს განვმარტო: ჩემ მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებების შესახებ ბევრს ლაპარაკობენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მე არ ვარ დაკავებული კანონშემოქმედებით, მე ცუდ პოლიტიკას ვაუქმებს“, — ხაზი გაუსვა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებები „იყო ძალიან კონტრპროდუქტიული აშშ–ის უსაფრთხოებისთვის“.

ბაიდენის მეორე ბრძნებულება მიგრანტებს აშშ–ის მოქალქეობის მიღებას გაუმარტივებს და ასევე მიმართული იქნება იმ მიზეზებთან ბრძოლისკენ, რომლებიც ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს.
მესამე ბრძანებულება კი, პრეზიდენტის თქმით, აშშ–ის მიგრაციული სისტემის მიმართ რწმენას აღადგენს და ახალი ამერიკელების ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

ამასთან აშშ–ის ახალი პრეზიდენტის პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის კიდევ ბევრი გადაწყვეტილება გადაიხედება.

აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის შემდეგ, ჯოზეფ ბაიდენის ერთ–ერთი პირველი განკარგულება ტრამპის მიერ ამერიკა–მექსიკის საზღვართან დაკავშირებით დაწესებული საგანგებო რეჟიმის გაუქმება იყო. აღნიშნული რეჟიმი შესაძლებელს ხდიდა, მექსიკასთან კედლის მშენებლობა კონგრესის გვერდის ავლით დაფინანსებულიყო.