ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო 4 პირი დააკავეს. შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1997 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ, დედის და ორი ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას, 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. მსგავსი დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.