დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურდება, თუმცა აღნიშნული შედეგი შენარჩუნებას საჭიროებს, ამიტომ მოსახლეობა კვლავ ფრთხილად უნდა იყოს და რეკომენდაციები დაიცვას.

„დღეს ბოლო ერთ თვეში დადებითობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ეს მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით ჩამოსცილდა ორ პროცენტს. ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელიც ჩამოსცილდა სამ პროცენტს. თებერვლის საშუალო მაჩვენებელი სამ-ნახევარი პროცენტის ფარგლებშია.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურდება. ამას უნდა შენარჩუნება, ეს არ არის თვითდამშვიდების საფუძველი, რომ მოვეშვათ, როგორი გამოცდილებაც გვქონდა ზაფხულში. ანუ, ეს კარგია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა დავიცვათ ყველა რეგულაცია და რეკომენდაცია.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია იგეგმება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყება და გაზაფხულზე გაფართოვდება, ზაფხულის ბოლოს კი, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია იგეგმება.

„ვაქცინასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. მე არ მინდა, ძალიან დავკონკრეტდე. მაქვს ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მინდა, ტყუილი ილუზიები შევქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რომელიც უფრო და უფრო გაზაფხულზე გაფართოვდება. ზაფხულის ბოლოს კი, ჩვენ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ და მოვუწოდოთ მოსახლეობას, ვიმუშაოთ. ახლა იწყება სერიოზული პიარკამპანია ამისთვის, რაშიც თქვენ უნდა მოგვეხმაროთ, ყველა ტელევიზია თუ მასმედიის წარმომადგენელი, რომ მოსახლეობამ ირწმუნოს, დღეს კორონავირუსული პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, მეორე მხრივ, რეკომენდაციების დაცვაზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში შეიქმნება რამოდენიმე პირდაპირი მოქმედების წამალი და ასევე დიდი იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი წერტილს დაუსვამს პანდემიას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ორშაბათიდან გაიხსნება სკოლები, რაც მობილობის ზრდის ძალიან დიდი სტიმულატორია. მოგეხსენებათ მობილობა ინფექციის შემდეგი გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. ასევე გაიხსნება რესტორნების გარე სივრცეები და ამიტომაა საჭირო შემდგომი დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე. ძალიან მკაცრი კონტროლი უნდა იყოს იმ რეკომენდაციების აღსრულების, რასაც ვიძლევით და პირველ რიგში პირბადე – პირბადის ხმარება ყველგან, გარეთ და შიგნით, ეს აუცილებელი ატრიბუტი უნდა გახდეს ჩვენთვის კიდევ კარგა ხნის განმავლობაში“, – აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, უკვე კარგად ნაცნობი პრევენციის საშუალებების გარდა, სპეციალისტები იმედებს ამყარებენ ვაქცინაციაზეც.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, უკვე თებერვლის ბოლოს, მარტში ქვეყანაში დაიწყება და თანდათანობით გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელების შემცირებას.

მოგეხსენებათ, ვაქცინაციის პროცესი მთელი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, რათა მივაღწიოთ იმ სამიზნე მაჩვენებელს, რაც გეგმით აქვს წელს ქვეყანას აღებული. ერთიანად ჩვენ თუ ავცრით მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს, ამასთან ერთად დავიცავთ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, ის შეზღუდვები, რაც დღეს არსებობს, თანდათანობით შემსუბუქდება და ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.