მსურს განვმარტო – ჩემ მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებების შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა კანონშემოქმედებით არ ვარ დაკავებული, ცუდ პოლიტიკას ვაუქმებ”,– ასე განმარტა ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიგრაციის შესახებ მის მიერ ხელმოწერილი მიგრაციის ბრძანებულების შინაარსი.

პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპის ბრძანებულებები “აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ძალიან კონტრპროდუქტიული იყო”.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ბრძანებულება N1 – აშშ-ს საზღვრის უკანონო კვეთისას მშობლებს შვილებთან აღარ დააშორებენ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მოქმედი მიგრაციული პოლიტიკის ვექტორი შეცვალა – პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევაში მიგრანტებს, მათი საქმის განხილვის პერიოდში, შვილებთან აღარ დააშორებენ, როგორც ეს ტრამპის პრეზიდენტობისას ხდებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯი საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტების ოჯახების გაერთიანებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაა.

ბრძანებულება N2 – აშშ-ს მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურები

ბაიდენის ბრძანებულება მიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას გაუმარტივებს და ასევე, მიმართული იქნება იმ მიზეზებთან ბრძოლისკენ, რომლებიც ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს.

ბრძანებულება N3 – აშშ-ში ახალი ამერიკელები კვლავ გაჩნდებიან

მესამე ბრძანებულება კი, პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიგრაციული სისტემის მიმართ რწმენას აღადგენს და ახალი ამერიკელების ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

ამასთან აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული კიდევ ბევრი გადაწყვეტილება გადაიხედება.

აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის შემდეგ, ჯოზეფ ბაიდენის ერთ-ერთი პირველი განკარგულება ტრამპის მიერ ამერიკამექსიკის საზღვართან დაკავშირებით დაწესებული საგანგებო რეჟიმის გაუქმება იყო. აღნიშნული რეჟიმი შესაძლებელს ხდიდა, მექსიკასთან კედლის მშენებლობა კონგრესის გვერდის ავლით დაფინანსებულიყო.