ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3074  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3028 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0046  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0625 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0605 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.002 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 5 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 6 იანვრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3038 ლარად ივაჭრება.