ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3028 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2766 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0262 პუნქტით გაუფასურდა.
1 ევროს შეძენა კი 4.0605 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0233 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0372 პუნქტით გაუფასურდა.
სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 4 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 5 იანვრიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3000 ლარად ივაჭრება.