ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3026  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2995 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0031 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0037 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9973 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0064  პუნქტით გაუფასურდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 29 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 30 იანვრიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 1 თებერვლის 17:00 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2975 ლარად ივაჭრება.