საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 28.6 მლნ ლარი შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ანალიტიკურ ანგარიშში. 

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩამოწერილი სესხების ოდენობა წლიურ ჭრილში გაზრდილია. 2019 წლის ნოემბერში  22.5 მლნ ლარის ოდენობის სესხი ჩამოიწერა.

2020 წლის ნოემბერში ამოიღეს 6.4 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხი მაშინ, როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 9.5 მლნ ლარის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხერხდა.

შეგახსენებთ, სპეციალისტების განმარტებით, “ამომღები კომპანიები” “სესხების გაცოცხლებას” ცდილობენ. ესაა კონკრეტული ფინანსური კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებენ გადაიხადონ თანხები სამომხმარებლო სესხებზე, რომელთა მიმართაც მოთხოვნის სამართლებრივი ვადები გასულია ან მთავრობის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს გადახადის ვალდებულება აღარ გააჩნიათ. ექსპერტი ლია ელიავა აღნიშნული გარემოებას 2018 წელს სესხების განულების პროგრამას უკავშირებს.მისი თქმით, ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს უკანონოდ ითხოვენ.