ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2987 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2935 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0052  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0033  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0062 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0029  პუნქტით გამყარდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 15 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 16 იანვრიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 18 იანვრის საღამოს 17:00  საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2926 ლარად ივაჭრება.