ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2888  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3012 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0124 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9969 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0156 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0187  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 12 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 13 იანვრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2887 ლარად ივაჭრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here