ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურს და ოჯახს, ეცადეთ დრო გადაანაწილოთ საჭიროებიდან გამომდინარე და დაიცვათ ბალანსი. ისაუბრეთ იმაზე რაც გაწუხებთ, გაუზიარეთ თქვენი შეგრძნებები ოჯახის წევრებს.

კურო
იზრუნეთ საკუთარი თავის განვითარებაზე, მსოფლხედველობის გაფართოებაზე. შესაძლოა აქტუალური იყოს უცხოეთთან დაკავშირებული თემა როგორც საქმიან, ასევე პირად-სასიყვარულო თემებში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ტყუპები
ნუ აჰყვებით ინტრიგებს და დაიცავით ზომიერება. სჯობს განმარტოვდეთ და შინაგან პროცესებს დააკვირდეთ, განსაზღვრეთ სამომავლო ნაბიჯები, გააანალიზეთ შეგრძნებები. ეფექტური დღეა მავნე ჩვევებზე სამუშაოდ.

კირჩხიბი
აქტუალურია პარტნიორული თემები, შესაძლოა ახალი შემოთავაზება მიიღოთ სამსახურთან დაკავშირებით, ზოგიერთ კირჩხიბს კი ვიღაც შესაძლოა სიყვარულში გამოუტყდეს.

ლომი
იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ნუ გადაიღლებით, გადაანაწილეთ საქმეები მომდევნო დღეებზე და დაიცავით ზომიერება საკვების მიღებისას.

ქალწული
დღევანდელი დღის მუხტი რაც შეიძლება ბევრ ადამიანებს უნდა გაუზიაროთ. განწყობა და გარშემომყოფთა პოზიტიური დამოკიდებულება თითქოს ფრთებს გასხავთ. სასიკეთო დღეა ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მეტი დრო დაუთმეთ ასევე პირად თემას.

სასწორი
ეს დღე სჯობს საოჯახო თემების მოწესრიგებას, მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობებს მიუძღვნათ. შესაძლოა მიგიწვიოთ ოჯახურ წვეულებაზე, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ და საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობთ.

მორიელი
დღის დასაწყისშივე სწორად გადაანაწილეთ თქვენი დრო და ენერგია. მოლაპარაკებები, საბუთებთან მუშაობა და სხვა კომუნიკაციები იქნება დღის თემა. მთავარია შეინარჩუნოთ ემოციური ბალანსი.

მშვილდოსანი
მეტი ყურადღება დაუთეთ სამსახურსა და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. გამოიჩინეთ ზომიერება შენაძენის გაკეთებისას. ითამაშეთ ლატარია.

თხის რქა
იაქტიურეთ, ნუ მოდუნდებით, ეცადეთ ფრთები შეასხათ თქვენს ჩანაფიქრებს, იზრუნეთ იმიჯის განახლებაზე, მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას.

მერწყული
ეს დღე თვითჩაღრმავებისა და სამყაროსთან კომუნიკაციისთვის გამოიყენეთ. ეცადეთ განმარტოვდეთ, დაფიქრდით მიმდინარე მოვლენებზე, იმაზე თუ რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში. სასიკეთოა ლოცვა, მედიტაცია.

თევზები
აქტიური დღეა, მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, ეცადეთ გააფართოვოთ თქვენი სოციალური კავშირები და წრე. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან ურთიერთობებს.