2021 წლის 1 თებერვლიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

Bmatch-ის პლატფორმა საქართველოში მარტში ამოქმედდა და ტესტირების რეჟიმში წარმატებით მუშაობდა. ამ ეტაპზე პლატფორმას უკვე იყენებს 15 ბანკი, ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთი მსხვილი კომპანია და უცხოური ინვესტიციების ფონდი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„მნიშვნელოვანია, რომ გარიგებები არ ხასიათდება დიდი მერყეობებით და, რაც მთავარია, სრულად შეესაბამება გარიგების დადების დროს ბაზარზე არსებულ რეალობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ახალი პლატფორმა რამდენიმე ძირითად პირობას ემყარება: გარიგებები იდება სტანდარტული პირობებით – ერთიდაიგივე ანგარიშსწორების თარიღით და გარიგების მინიმალური ოდენობის არსებობისას. გარდა ამისა, გარიგება იდება ავტომატურად მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო კურსით.

აგრეთვე, პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა-გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, მანამ სანამ პლატფორმის მიერ არ მოხდება გარიგების ავტომატური რეგისტრაცია; პლატფორმის მონაწილეები თავად განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებს და სავაჭრო ლიმიტებს.

როგორია ლარისა და მისი პარტნიორი ვალუტების პოზიციები
როგორია ლარისა და მისი პარტნიორი ვალუტების პოზიციები

Bloomberg-Bmatch-ის პლატფორმაზე გადასვლა ერთ-ერთია იმ ორ კომპონენტს შორის, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში დაწყებული საბანკო სისტემის რეფორმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ახალი წესების მიღებით, პლატფორმა ხელმისაწვდომი გახდება მონაწილეთა ფართო წრისთვის. სისტემაში ვაჭრობა შეუძლიათ როგორც ბანკებს, ასევე კომპანიებს. გარდა ამისა, კომპანიებს ექნებათ არჩევანი ან თავად დაუკავშირდნენ ტერმინალს და ვალუტით ვაჭრობა მისი საშუალებით განახორციელონ, ან წარადგინონ განაცხადები ბანკის მეშვეობით.

საქართველოში დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება.